მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იტალიის ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის შეხვდა

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იტალიის ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის შეხვდა

22-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე  იტალიის ტუშის უნივერსიტეტის (UNITUS, ვიტერბო) რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, იტალიის ტუშის უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პროფესორი სიმონე სევერინი, ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მასიმილიანო ფენიჩე, საერთაშორისო ურთიერთობაათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დოქტორი ანჯელა ფატორეტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის სტუმრობისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან იტალიელ კოლეგას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესები გააცნო, ესაუბრა ფაკულტეტების, უნივერსიტეტში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა  და სტუდენტთა წარმატებების შესახებ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტუშის უნივერსიტეტთან 5-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერაზმუს+ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მანქანათმშენებლობისა და სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სტეფანო უბერტინის სტუმრობა კი სამომავლოდ, კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ისეთ უდიდეს გლობალურ  სამეცნიერო კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-PARC-ი, აშშ-ში ფერმის ლაბორატორია და ასე შემდეგ.  უნივერსიტეტი გადის ABET აკრედიტაციას. ეს ყველაფერი საფუძველია იმისა, რომ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გარდა, უნივერსიტეტებმა მუშაობა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მეტად გააფართოონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ღრმა და შინაარსიანი თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

იტალიის ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ტუშის უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო და გამოთქვა სურვილი, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში,  ტუშის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქტიურად შეძლონ სტუ-ში სწავლის გაგრძელება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტთან UNITUS-ს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც იტალიელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული დამოკიდებულება კიდევ უფრო ამყარებს.  დიდი სურვილი გვაქვს, თქვენს უნივერსიტეტთან  თანამშრომლობა გავაფართოვოთ, როგორც გაცვლითი პროგრამების, ასევე, ერთობლივი კვლევებისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო იდეების განხორციელემის მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილე და მადლობა მოვახსენო რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს თანამშრომლობაზე მზაობისთვის“, - განაცხადა პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ.

შეხვედრაზე სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ და  ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა  სტეფანო უბერტინიმ დაგეგმეს ორდიპლომიან სამაგისტრო პროგრამებსა და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებზე სამუშაო პროცესი დაგეგმეს, ასევე იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, რომელსაც ორი უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები ერთობლივად განახორციელებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის რექტორის თანხლებით, იტალიელმა სტუმრებმა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტები დაათვალიერეს, შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11