მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის კონკურსი ცხადდება

დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის კონკურსი ცხადდება

03-10-2022

საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1-ელი იანვრისა) კონკურსი ცხადდება.

კონკურსი იმართება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ტექსასის უნივერსიტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კონკურსი განკუთვნილია შემდეგი აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

·       ბიოლოგია

·       ბიზნესი/მენეჯმენტი

·       ქიმია

·       კომპიუტერული მეცნიერებები

·       ეკონომიკა

·       ელექტრონული ინჟინერია

·       გეოგრაფია

·       ფიზიკა

·       გეოლოგია/წყლის მეცნიერება


ოთხკვირიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას,  დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 


სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი.

ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2023 წლის თებერვალში.

შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2023 წლის ივნისში.



დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ დეტალური ინფორმაცია ერთობლივი პროექტის შესახებ.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია ვებ-გვერდზე

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11