მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ექსპო ჯორჯიაში“ დასაქმების ფესტივალი გაიმართება

„ექსპო ჯორჯიაში“ დასაქმების ფესტივალი გაიმართება

03-10-2022

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, დასაქმების ფესტივალი გაიმართება. 

დასაქმების ფესტივალი გაიმართება: 2022 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“, მე-3 პავილიონში; მის: აკ. წერეთლის გამზირი 118.


ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს, სამუშაოს მაძიებლების, მათ შორის ახალგაზრდების(სტუდენტები, კურსდამთავრებულები) დასაქმებას. 


დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ წარმოდგენილ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა. 


დასაქმების ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ისეთი სახის საშუალო და მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: „მაკ დონალდსი“, „ემ გრუპი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, „მასპინძელი“,  KFC,  HB,  „ქართული სახლი“, „აჭარა ჯგუფი“, „რედისონი“, „ჰოლიდეი ინნ“, „შერატონი“, „მერიოტი“, „ჰილტონი“, „პულმანი“ და სხვ. 




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11