მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მიღებას აცხადებს

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მიღებას აცხადებს

29-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ (მსა) ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს.

მსა-ში სწავლის მსურველმა მოსწავლემ შეტყობინება უნდა გაგზავნოს ელფოსტის  მისამართზე: ertadmsa.gtu@gmail.com და აუცილებლად მიუთითოს: სახელი, გვარი; კლასი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის, მისამართი; მოკლედ - თავისი არჩევანის შესახებ.

 

„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“  სწავლის მსურველებთან შეხვედრა დაგეგმილია 8 და 15 ოქტომბერს, 10:00  საათზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • მსა-ში ჩარიცხვა ხდება გასაუბრების შედეგად;
  • მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით;
  • სწავლების ყოველთვიური საფასური 30 ლარია.

ცოტა რამ სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ შესახებ

სწავლის თანამედროვე სისტემა მოსწავლეებს უბიძგებს სტიმულირებისა და შეფასებისაკენ, რომელსაც ის ელოდება და იღებს გარედან, სოციუმიდან. ახალგაზრდა ილტვის, მიიღოს ჯილდოები, წახალისებები გარედან და იგნორირება გაუკეთოს თავის შინაგან ხმას. ამიტომ, მოზარდი უძლურია, იცხოვროს შემოქმედებითად.

„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ უმთავრესი მიზანია, სკოლის მოსწავლეს დაეხმაროს, იპოვნოს გზა ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისკენ; ასწავლოს, როგორ ჩაწვდეს პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნოს გზები და საშუალებები ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების  დასაძლევად. ახალგაზრდებს ვასწავლით გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული,  ბიზნესაქტივობების წარმართვისა და მხარდასაჭერად.

შეგვიძლია ერთად ვიფიქროთ და მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები

აკადემიის მსმენელ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ. ახალგაზრდები გაეცნობიან სამყაროს წარმოშობის მეცნიერულ და კრეატიულ მიდგომებს, ქართული დამწერლობის ისტორიასა და ქრონოლოგიას,  რუსთველის კოსმოლოგიასა თუ სხვა საინტერესო საკითხებს; მიეცემათ საკითხავი ქართული ლიტერატურის საგანძურიდან; იმუშავებენ სამეცნიერო- ფანტასტიკური პროექტების შექმნაზე და სხვ.

მიმდინარე სასწავლო წელს ვიმუშავებთ შემდეგი მიმართულებით:

მათემატიკა: სასკოლო პროგრამა. სახალისო, სანიმუშო ამოცანები, მაგალითები; ჯერ კიდევ გადაუჭრელი მათემატიკური პრობლემები; რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეებს  სასკოლო დავალებების შესრულებაშიც დავეხმარებით; ამასთანავე, მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სპეცგაკვეთილებს ჩავუტარებთ. რადგანაც საშინაო დავალებებისა თუ პროექტების შესრულება და წარმოდგენა უნდა მოხდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, მოსწავლეები ჩვენთან დახვეწენ საოფისე პროგრამებში მუშაობას (Word, Excel, PowerPoint).

მსა-ს სპეცკურსები

პროგრამირება: ვებპროგრამირება; ვებდიზაინი; პროგრამირება c++, c#. ჩვენი მიდგომა ამ მიმართულებებით ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას (ამერიკის, საფრანგეთის, იაპონიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს, მეცნიერულ კვლევებს).

სამეცნიერო-საგანმანათლებლო კურსი - Arduino:  მსოფლიოში  მეტად პოპულარული სისტემის Arduino ათვისება მოზარდებს  შესაძლებლობას მისცემს, შექმნან უნიკალური მოწყობილობები (გაჯეტები) და განახორციელონ წარმოუდგენელი იდეებიც  კი, გახდნენ  შემოქმედები, გამომგონებლები,  პროგრამისტები. კურსის მეშვეობით, მოსწავლეები ეზიარებიან თანამედროვე მიკროკონტროლერული ტექნიკის სამყაროს. ისინი შეისწავლიან ელექტრონიკის, საინჟინრო დაპროგრამების, პროტოტიპების შექმნის გზებსა და აუცილებელ უნარ-ჩვევებს საგამომგონებლო  საქმიანობის წარმართვისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • სპეცკურსებზე სწავლა და სწავლის საფასური განისაზღვრება მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრებისა და მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
  • მსა-ში დამატებითი სპეცგაკვეთილები ჩატარდება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

595 19 62 73  |  551 00 81 78

ან მოგვწერეთ: ertadmsa.gtu@gmail.com

 

მისამართი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, სტუ VI სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 510ა; ცენტრი „ერთად“.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11