მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მზის პანელების მონტაჟის მოკლევადიანი პროგრამის ასამოქმედებლად სემინარი მიმდინარეობს

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მზის პანელების მონტაჟის მოკლევადიანი პროგრამის ასამოქმედებლად სემინარი მიმდინარეობს

27-09-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე GIZ-ის, PSD TVET SC-ის და სტუ-ის მიერ ერთობლივად ორგანიზებული სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარზე გერმანელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს  მზის პანელების მონტაჟის სფეროში, ასევე, მზის პანელების მემონტაჟეების გადამზადების პროგრამების თანამედროვე მიდგომებით სწავლების შესახებ აწვდიან უახლეს ინფორმაციას.

ოქტომრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება მსმენელების მიღება მოკლევადიან გადამზადების ოთხ პროგრამაზე: მზის თერმული სისტემების მონტაჟი; მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; ზედაპირული გეოთერმული და თბური ტუმბოების სისტემების მონტაჟი და მცირემასშტაბიანი ბიომასის ბოილერებისა და ღუმელების მონტაჟი. გადამზადების პროგრამა ხუთკვირიან პერიოდს მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოსგან აღიარებულ სერთიფიკატს.

„ფაკულტეტს განახლებად ენერგეტიკაში აქვს დიდი გამოცდილება და იმისათვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები გაგვეფართოვებინა ჩაინიშნა სემინარი, სადაც გერმანელი სპეციალისტი ინჟინერიის დოქტორი,  აბდიჰაკიმ ბოკაჰი კოლეგებს გააცნობს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. ჩვენ გვაქვს უნიკალური ლაბორატორიები, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელებს მივაწოდოთ ევროსტანდარტების შესაბამისი განათლება. სექტემბრის ბოლოსთვის კი ვიწყებთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. სტუ-ის  მერვე კორპუსის სახურავე დაიდგმება 200 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რიმ უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული განახლებადი ენერგიების დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ ამ დიდი პროექტის განხორციელებაში სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ  ლიეტუვის მხარესთან ერთად დიდი ძალისხმევა ჩადო. ჩამოტანილია  მზის პანელები და ტენდერში გამარჯვებული კომპანია  მალე   დაიწყებს მშენებლობას“, - განაცხადა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა.

GIZ-ის წარმომადგენლის მარიკა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ენერგეტიკის ფაკულტეტი მზადაა ოთხივე პროგრამაში ჩართულ მსმენელებს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა მისცეს.

„ჩვენი მიზანი იყო სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტთან ერთად შეგვექმნა სახელმწიფოსთვის ძალიან საჭირო გადამზადების კურსები მზის განახლებადი ენერგიების აღჭურვილობის მემონტაჟეებისათვის.  ენერგოდამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული წყაროები ჭარბად იყოს გამოყენებული, რასაც სერთიფიცირებული სპეციალისტი სჭირდება. შესაბამისად ეს პროგრამები შეიქმნა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი  სტუ-ის პროფესორები. ასევე, გერმანიიდან შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები. ოთხივე პროგრამამ გაიარა ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს რომ სექტემბრის ბოლოდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება გადაემზადოს და მიიღოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

ვფიქრობთ, რომ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი მზადაა კადრების გადასამზადებლად, მითუმეტეს, რომ ოთხივე პროგრმის ავტორიზაციამდე, შემოწმებულ იქნა სტუ-ის რესურსები. უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღჭურვილობა, რომელიც მომავალ სპეციალისტს პრაქტიკულ ცოდნას მისცემს, არის ტექნიკურ უნივერსიტეტში და ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა ასწავლოს პროგრამები, მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს“ - განაცხადა მარიკა ზაქარეიშვილ

ინფორმაციისთვის, სემინარი სამი დღე გასტანს და თუ ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ჩათვლის, რომ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ, GIZ-ი მზადაა ახალი შეხვედრები დაგეგმოს. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11