მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორ რევაზ (რეზო) კლდიაშვილს 75 წელი შეუსრულდა

პროფესორ რევაზ (რეზო) კლდიაშვილს 75 წელი შეუსრულდა

24-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, ქიმიურ  მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს, საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, შესანიშნავ პედაგოგსა და მკვლევარს, ცნობილ დრამატურგს, არაერთი ჯილდოსა  და პრემიის მფლობელს, ბატონ რეზო კლდიაშვილს 75 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბატონ რეზო კლდიაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავენ, უსურვებენ დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მრავალმხრივ წარმატებას მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პროფესორი რეზო კლდიაშვილი არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი; Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი; სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტის“ რედკოლეგიის  წევრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

ბატონი რეზო დაჯილდოებულია  დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიით - პროზაში; საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის დარგში - დრამატურგია; საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით - „წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის“ („ზარატუსტრას ჟამი”); ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას გადეცა საპატიო სიგელი; არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე; 2017 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 75 წლის იუბილეს კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ რეზო კლდიაშვილს და წარმატებებს უსურვებს სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ საქმიანობაში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11