მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ სტუდენტ ზაურ დვალაშვილს მსოფლიო სტუდენტური ტურნირის ვიცე-ჩემპიონობას ულოცავს

სტუ სტუდენტ ზაურ დვალაშვილს მსოფლიო სტუდენტური ტურნირის ვიცე-ჩემპიონობას ულოცავს

24-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ზაურ დვალაშვილი „საბრძოლო სპორტში მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატის“ ვერცხლის პრიზიორი და შესაბამისად, ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ზაურ დვალაშვილმა თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე მსოფლიო სტუდენტურ ჩემპიონატში, სამბოს სახეობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და 88 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ზაურ დვალაშვილს მსოფლიო სტუდენტური ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის, ზაურ დვალაშვილის გამარჯვება უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, მით უმეტეს, რომ მან სტუ-ის სახელით იასპარეზა და საიუბილეო წელს, თავის უნივერსიტეტს შეუპოვარი ორთაბრძოლებით მოპოვებული, ღირსეული გამარჯვება უსახსოვრა. მთელი გულით ვულოცავთ ზაურს მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორობას - ის საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირის  ვიცე-ჩემპიონი გახდა! მრავალ გამარჯვებასა და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს ფალავანს, გვჯერა, ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამშობლოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებს“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, „საბრძოლო სპორტში მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატი“, რომელიც ქალაქ სამსუნში (თურქეთი) მიმდინარეობს, 30 სექტემბერს დასრულდება. საერთაშორისო სტუდენტური ტურნირი მსოფლიო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) ორგანიზებით იმართება.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11