მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISEN Lille უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISEN Lille უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

23-09-2022

Junia ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2022
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 20 ნოემბრამდე

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISEN Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISEN Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში. ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISEN Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის, ციფრული ჯანდაცვის მიმართულებები).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11