მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრები

21-09-2022

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (სივასი, თურქეთი) (Sivas Cumhuriyet University) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბრამდე.

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. აკადემიური პერსონალისთვის პრიორიტეტულია შემდეგი სპეციალობები: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, კომუნიკაცია, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11