მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის დამატებით მიღებას აცხადებს

სტუ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის დამატებით მიღებას აცხადებს

20-09-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2022/2023 სასწავლო წელს, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ძირითადი მიღების დასრულების შემდეგ, ვაკანტურ ადგილებზე დამატებით მიღებას აცხადებს.

გთავაზობთ ინფორმაციას სტუ-ის მაგისტრატურაში ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ:

სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 21 სექტემბრიდან  22 სექტემბრის 17:00 საათამდე, ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge

 

·       სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი 1)

·       განცხადების ფორმა (დანართი 2)

·       საკონტაქტო პირები ფაკულტეტების მიხედვით (დანართი 3)

·       სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი (დანართი 4)

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში გადალახა მინიმალური ზღვარი.

სტუ-ში, აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა, ასევე გამოცდა ან გასაუბრება უცხოურ ენაში, სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (დანართი 5) შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარმოადგინა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტი).

·       სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს, 14:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;

·       უცხოურ ენაში გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს, 16:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;

·       სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (იხ. დანართი 5) შესაბამისად  გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს 1600 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ. N77, (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში);

·       საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდების ჩატარების ადგილზე, 2022 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 12:00 საათამდე. 

 

დამატებით ინფორმაციას გამოცდის თარიღისა და ადგილის შესახებ აპლიკანტი მიიღებს სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტიდან, განაცხადებაში მითითებულ თავის ელექტრონულ ფოსტაზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად, მაგისტრანტობის კანდიდატმა, სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში, უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი: 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

სასპეციალიზაციო და უცხოურ ენაში გამოცდების შედეგები, ფაკულტეტების მიხედვით, გამოქვეყნდება სტუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.gtu.ge , სიახლეების ველში, შემდეგი თანმიმდევრობით:

·       გამოცდების პირველადი შედეგები - 2022 წლის 24 სექტემბერს;

·       გამოცდების შედეგები აპელაციის გათვალისწინებით - 2022 წლის 26 სექტემბერს, 12:00 საათამდე;

·       გამოცდების საბოლოო შედეგები - 2022 წლის 26 სექტემბერს;

·       2022/2023 სასწავლო წელს, სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები - 2022 წლის 27 სექტემბერს.

ფაკულტეტებზე მაგისტრანტობის კანდიდატებთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 27 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11