მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022/2023 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022/2023 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების შესახებ

20-09-2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ცხადდება დამატებითი მიღება  მითითებულ  ვაკანსიებზე
 ( იხ.დანართი 1)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2022 წლის 21 სექტემბრიდან 22 სექტემბრის 1700 - საათამდე (რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

 (იხ. დანართი -2, დანართი 3);

პასუხისმგებელი საკონტაქტო პირები ფაკულტეტების მიხედვით (იხ.დანართი 4);

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს 1400 საათზე, სტუ-ის საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი 2, პირველი სართული), სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ. 68

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (იხ. დანართი 5) შესაბამისად  გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს 1600 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68

   სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (იხ. დანართი 5) შესაბამისად  გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბერს 1600 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ. N77, (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში);

სასპეციალიზაციო და უცხო ენაში გამოცდების შედეგები, ასევე, უცხო ენაში გასაუბრების შედეგები გამოცხადდება 24 სექტემბერს და განთავსედეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;

საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს გამოცდების ჩატარების ადგილზე 2022 წლის  23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 1200 საათამდე. 

გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის შემდეგ) გამოცხადდება 2022 წლის 26  სექტემბერს და იმავე დღეს განთავსდება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები გამოქვეყნდება 27 სექტემბერს.

ფაკულტეტებზე მაგისტრანტობის კანდიდატებთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება მოხდეს 2022 წლის 27 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11