მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს

13-09-2022

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საქართველოს რეგიონული ოფისი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში 2022 წლის 16 სექტემბერს 16:00 საათზე გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
https://daad-veranstaltung.webex.com/daad-veranstaltung/j.php?MTID=m7faee772f9ff9500a705185fc65dac41

შეხვედრის კოდი:  2744 434 6862
პაროლი: 3Sq7QSB5qW4

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:
https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement

საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

•       მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
•       სამიზნე აუდიტორია და საკონკურსო პირობები;
•       სააპლიკაციო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღების პროცედურა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11