მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისათვის

ინფორმაცია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისათვის

12-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი განისაზღვრა.

2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრში სალექციო პერიოდი 29 აგვისტოს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. საგამოცდო პერიოდი 12-17 დეკემბრის მონაკვეთს მოიცავს, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 26 აგვისტოდან დაიწყო.

2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი 16 იანვარს დაიწყება და 6 მაისამდე გაგრძელდება. საგამოცდო პერიოდი 8-16 მაისს მოიცავს, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 10 იანვრიდან 13 იანვრამდე გასტანს.

2022-2023 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი 18 მაისს დაიწყება და 15 აგვისტომდე გასტანს. საგამოცდო პერიოდი 21-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 11-დან 14 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11