მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის (ICM Staff Week)

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის (ICM Staff Week)

12-09-2022

ISA Lille უნივერსიტეტი (Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 24-28 ოქტომბერს - Erasmus+ ICM Staff Week.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.09.2022.
საჭიროების შემთხვევაში, შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 სექტემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბრამდე.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ითვალისწინებს ISA Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, 2022 წლის 24-28 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას.

კანდიდატის საბოლოო შერჩევას უხელმძღვანელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საერთაშორისო კვირეულში გათვალისწინებულია აგრარული მიმართულების ფაკულტეტის მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია აგრარული მიმართულების 1 თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISA Lille უნივერსიტეტში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11