მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვერიკო ჯელაძე უპრეცედენტო კვლევას ატარებს

სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვერიკო ჯელაძე უპრეცედენტო კვლევას ატარებს

08-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვერიკო ჯელაძე, პირველად საქართველოს რეალობაში  უპრეცედენტო კვლევას ატარებს.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელის კვლევა ეხება 5G სისტემებში გამოყენებული ელექტრო-მაგნიტური ველების ბიოეფექტებს. კვლევის შედეგად დადგინდება ექნება თუ არა 5G სისტემებს ბიოლოგიურ ობიექტებზე საკმარისზე მეტი უარყოფითი ზემოქმედება და რა შედეგს გამოიწვევს ის.

როგორც ვერიკო ჯელაძე აცხადებს, მსგავსი კვლევა საქართველოში პირველად ტარდება და მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინსტიტუტისთვის, ასევე დარგის სპეციალისტებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე იმ მეცნიერებისთვის, რომელთაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს იგივე თემაზე მუშაობა.

„მალე მსოფლიოში 5G სისტემების დაყენება დაიწყება, რასაც, სავარაუდოდ, ბიოლოგიურ ობიექტებზე საკმარისზე მეტი უარყოფითი ზემოქმედება ექნება. ამის შესახებ დღეს აქტიურად საუბრობენ. ამ მიმართულებით ღია ეფექტური კვლევები ძალიან მწირია, ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ ვინც 5G სისტემებში გამოყენებული ელექტრო-მაგნიტური ველების ბიოეფექტებს იკვლევს. მაგალითისთვის ავიღოთ მწერები და ფრინველები. ისინი, განსაკუთრებით ფუტჯკარი, ამტვერიანებენ მცენარეთა 80%-ს, ისმის კითხვა ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად მათი მასობრივი გადაშენება, გამოიწვევს თუ არა საკვების კრიზის და ეკოსისტემის წონასწორობის დარღვევას. იმედი გვაქვს რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს უსაფრთხო სიხშირეების გამოვლენას, ასევე უსაფრთხო ელექტრო-მაგნიტური ველის დოზების ჰარმონიზაციას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს 5G სისტემების მწარმოებლებისთვის, თუ რომელი სიხშირეებია შედარებით უსაფრთხო და რომელი უნდა გამოიყენონ 5G სისტემების წარმოებისას. რადგან კვლევები ახალია ის ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ახალი ცოდნის დაგროვებას და მომავალში ბიძგს მისცემს გარემოზე ელექტრო გამოსხივებაზე კვლევებს“, - აცხადებს ვერიკო ჯელაძე.

ინფორმაციისთვის: ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლი და მისი ხელმძღვანელი ბიოკიბერნეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ფარცვანია, კომპიუტერული მოდელირების საშუალებით თეორიული კვლევების გარდა, ასევე რეალურ ექსპერიმენტებსაც ჩაატარებენ.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი დაარსდა 1960 წლის 3 ოქტომბერს. 2010 წლის 2 მარტს ინსტუტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11