მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პარი-საკლეს უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პარი-საკლეს უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

03-09-2022


პარი-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 5 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 7 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმასამედიცინო დაზღვევასაცხოვრებელი იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია პარი-საკლეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 2-2 თვის ხანგრძლივობით, 2023 წლის გაზაფხულზე. პრიორიტეტულია ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებები).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11