მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში სხვა უნივერსიტეტებიდან მობილობის წესით გადასვლის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ

სტუ-ში სხვა უნივერსიტეტებიდან მობილობის წესით გადასვლის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ

13-09-2022


მოხარული ვართ, რომ მობილობის წესით, სწავლის გაგრძელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეგმავთ. ამის გათვალისწინებით, გაწვდით დეტალურ ინფორმაციას 2022-2023 სასწავლო წელს სტუ-ის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობით გადასვლასთან დაკავშირებით:

1.     საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადასვლის მსურველმა, 2022 წლის  22 აგვისტოდან 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (მობილობის ელექტრონული პორტალი):  www.students.emis.ge

2.     პირმა, რომელიც მობილობის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადასვლის უფლება მოიპოვა, სტუ-ში რეგისტრაციის მიზნით, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით, მობილობის შესახებ ხელმოწერილი/დადასტურებული განცხადება (დანართი 1), მობილობისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად (დანართი 2), უნდა გაგზავნოს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: study@gtu.ge

3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:     

·     პირადობის მოწმობის  ასლი;

·     სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

·     სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

·     პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

·     უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

·     ბაკალავრმა: საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

·     მაგისტრანტმა: ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;

·     დოქტორანტმა: მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: სტუ-ში სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე მობილობის წესით გადასვლის მსურველმა, შერჩეულ სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის მიხედვით (დანართი 3 და დანართი 4), საჭიროების შემთხვევაში, უნდა წარადგინოს უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი. პირს, რომელმაც განათლება  საზღვარგარეთ მიიღო (უცხოურენოვანი პროგრამა გაიარა), უცხოურ ენაში გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვება;

4.     სამაგისტრო/სადოქტრო პროგრამებზე მობილობის წესით გადასვლის მსურველთა ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის გათვალისწინებით (დანართი 3 და დანართი 4);

5.     სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე მობილობის წესით გადასვლის მსურველთა რეგისტრაციის (2022 წლის 12-16 სექტემბერი) დასრულების შემდეგ, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტი მობილობის მსურველს, განცხადებაში მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დამატებით აცნობებს სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობით გათვალისწინებული სასპეციალიზაციო და უცხოური ენის გამოცდის/გასაუბრების ჩატარების განრიგის შესახებ (დანართი 5);

6.     სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო და უცხოური ენის გამოცდების ტესტების ნიმუშები, ფაკულტეტების მიხედვით, განთავსებულია სტუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://gtu.ge/Study-Dep/News/?ELEMENT_ID=20161

7.     სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის უცხოური ენის გამოცდის ტესტების ნიმუშები განთავსებულია სტუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://gtu.ge/News/20220/

8.     სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით მსურველთა ჩარიცხვის მიზნით, პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, 2022 წლის 17 სექტემბერს  ჩატარდება გამოცდა/გასაუბრება სასპეციალიზაციო საგნებსა და უცხოურ ენაში. ჩატარებული გამოცდების აპელაცია ჩატარდება  2022 წლის 17 - 19  სექტემბერს. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, ცნობილი გახდება არაუგვიანეს 19 სექტემბრის 17:00 საათისა;

9.     ჩათვლილი კრედიტებისა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი გაუგზავნის მობილობის მსურველ პირს განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათისა; გარდა ამისა, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ინფორმაციის შესახებ მას დამატებით აცნობებს SMS–ით, განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე;

10.   მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და დაუყოვნებლივ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, იმავე დღეს განაცხადოს თანხმობა ან უარი (დანართი 6) სტუ–ში მობილობით გადასვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

·     ბრძანება სტუ–ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა;

·     სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას შესაბამის ფაკულტეტთან გააფორმებს ბრძანების გამოცემის შემდეგ;   

·     სტუდენტმა ხელშეკრულების გაფორმებისათვის ასევე უნდა წარმოადგინოს პირადი საქმე და ერთი სემესტრის სწავლის საფასურის დამდასტურებელი ქვითარი (1125 ლარი).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11