მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

30-08-2022


1.   სასოფლო - სამეურნეო ჰიდრომელიორაცია

კვალიფიკაცია:  სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მაგისტრი (5 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შეძლებს სამელიორაციო ნაგებობების დაპროექტებას და ექსპლუატაციას, ჰიდრომელიორაციული სისტემების საიმედობის შეფასებას, სარწყავ და დამშრობ სისტემებზე კვლევების დამოუკიდებლად განხორციელებას და დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტაციას, ეკოლოგიური მოწყვლადობის რისკების შეფასებას, ანალიზს და მართვას.   

2.   აგრარული ტექნოლოგიები

კვალიფიკაცია:  აგრარული მეცნიერებათა მაგისტრი (15 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებსაც ეცოდინებათ  მემცენარეობის უვნებელი პროდუქტების წარმოებისათვის აგრარული პოლიტიკის თანამედროვე პრობლემების გადაწყვეტა.

3.   სასურსათო ტექნოლოგია

კვალიფიკაცია: სასურსათო ტექნოლოგიის მაგისტრი  (20 ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ღრმა სისტემური ცოდნა სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში. შეასწავლოს სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური სქემები, საწარმოო ხერხები და მეთოდები, წარმოებისას მიმდინარე ფიზიკო–ქიმიური პროცესები, შესაბამისი მანქანა–დანადგარები. ახალი სანედლეულო რესურსის გამოვლენა და მათ ბაზაზე ახალი სახის პროდუქციის შექმნა, დარგის პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობა.

4.   სატყეო საქმე

კვალიფიკაცია: სატყეო საქმის მაგისტრი (10 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:   ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც შეეძლება ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოსისტემების მოვლა, დაცვა და აღდგენა - კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის. მერქნული და არამერქნული რესურსების რაციონალური გამოყენება.  ბუნებრივ ტყეებსა და  კულტურულ ცენოზებში  ტყის ფონდის აღრიცხვა - შეფასება. სატყეო სფეროში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ტყის მართვის პროექტის პერსპექტივაში სარევიზიო პერიოდისათვის დამუშავება.

5.   მეცხოველეობა

კვალიფიკაცია: მეცხოველეობის მაგისტრი (3 ადგილი)  

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი

მეცხოველეობის მაგისტრი მეცხოველეობის დარგში. მან უნდა შეძლოს

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძვლზე მეცხოველეობის

სფეროში წარმატებული მუშაობა. მაგისტრს შეეძლება ასევე, იმუშაოს

როგორც კვების, ისე ტექნოლოგიის და მოშენების მეთოდების

გამოყენებით დამოუკიდებლად გამოიყენოს ახალი მეთოდოლოგიები, რაც

მეცხოველეობას უფრო მომგებიანს და რენტაბელურს გახდის.

6.   მევენახეობა მეღვინეობა

კვალიფიკაცია: მევენახეობა და მეღვინეობის მაგისტრი (15 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად, მოამზადოს მევანახეობისა და მეღვინეობის დარგის  კვალიფიციური კადრები. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის:   ვენახის გაშენება და მოვლა; ყურძნის მოყვანისათვის აუცილებელი  წესები და პირობები; საქართველოში და მსოფლიოს მევანახეობის რეგიონებში კულტივირებული ყურძნის ჯიშები; საქართველოსა და მსოფლიოს ენოლოგიური ტრადიციები; ღვინის, ბრენდისა და ყურძნის არყის წარმოებისას მიმდინარე  ტექნოლოგიური პროცესები, საჭირო მასალები და მოწყობილობები; ყურძნისა და ყურძნისეული წარმოშობის  ალკოჰოლური სასმელების ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა; პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრების ანალიზის მეთოდები; ალკოჰოლური სასმელების სენსორული  შეფასება;  სამეცნიერო სამუშაოების  განხორციელება.

7.   მევენახეობა ენელოგია (ინგლისურენოვანი)

კვალიფიკაცია: მევენახეობა და მეღვინეობის მაგისტრი (15 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:   ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სწავლების ენა - ინგლისური.

პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად, მოამზადოს ენოლოგიის დარგის კვალიფიციური კადრები. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის. ასწავლოს ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოებისას გამოყენებული ტექნოლოგიები, მიაწოდოს ინფორმაცია ღვინის საწარმოებში დანერგილი თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების შესახებ. გააცნოს ყურძნის მოყვანის ის მნიშვნელოვანი ასპექტები და წესები, რომელიც შემდგომ ზეგავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე.

8.   სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია

კვალიფიკაცია:  აგარარული მეცნიერებების    მაგისტრი სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიაში (2 ადგილი)

მიმართულება:  აგრარული                 

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ფლობს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის სამკურნალო მცენარეთა კულტივირების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძვირადღირებული თესლის ბანკის შექმნის პარამეტრების შესახებ საჭირო ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ფიტოინდუსტრიის განვითარებისათვის ინტელექტუალური ბაზის შექმნას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა - კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11