მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრი მსურველთა მიღებას აცხადებს

სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრი მსურველთა მიღებას აცხადებს

29-08-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სრული კურსის შესასწავლად მიღებას აცხადებს.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სრულ კურსზე დასარეგისტრირებლად მსურველები უნდა ეწვიონ ბმულს: https://gtusafety.ge/

სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის სრულ კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სწავლის საფასური 1490 ლარს შეადგენს და მისი დაფარვა ეტაპობრივად (სამ ნაწილად) არის შესაძლებელი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრს ნომრებზე:

598 615 513  | 577 274 747 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: safetycenter@gtu.ge

სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაიწყება.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11