მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

29-08-2022


1.   არქიტექტურა

კვალიფიკაცია:  არქიტექტურის მაგისტრი არჩეული სამაგისტრო თემატიკის შესაბამისი სპეციალიზაციით: არქიტექტურის მაგისტრი შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სპეციალიზაციით; არქიტექტურის მაგისტრი ლანდშაფტური არქიტექტურის სპეციალიზაციით;  არქიტექტურის მაგისტრი გარემოს და დიზაინის სპეციალიზაციით; არქიტექტურის მაგისტრი ინტერიერის დიზაინის სპეციალიზაციით.  (50 ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ისეთი პროფესიონალი, რომლის მოღვაწეობის ძირითადი სფერო იქნება არქიტექტურის დარგში პრაქტიკული თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. მას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარი იმისა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არქიტექტურული გარემოს კეთილმოწყობისა და სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული ობიექტების დაპროექტების თუ განხორციელების პროცესში.

2.     არქიტექტურათმცოდნეობა

კვალიფიკაცია:  ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი  (3 ადგილი)

მიმართულება:  ჰუმანიტარული          

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტმა შეისწავლოს მსოფლიოს მიმდინარე არქიტექტურის ორი  ყველაზე მნიშვნელოვანი  მიმართულება: ნეომოდერნიზმი და რეგიონალიზმი, დაეუფლება არქიტექტურის უახლეს ენებსა და დიალექტებს, გაანალიზებს, განასხვავებს და შეიარაღებაზე აიყვანს ყველა იმ არტიკულაციებს, რომლებიც ნეომოდერნიზმის და რეგიონალიზმის სამოქმედო ინსტრუმენტებს ქმნიან; ვიზუალური-გრაფიკული მასალის გაცნობის საფუძველზე ისწვლის მოდერნიზმის განვითარების ეტაპებს, ურბანიზმის ამჟამინდელი მდგომარეობას, მიიღებს ინფორმაციას არქიტექტურაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებზე.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11