მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შალვა ნაჭყებია- ადამიანი გამორჩეული ღვაწლით

შალვა ნაჭყებია- ადამიანი გამორჩეული ღვაწლით

26-08-2022

უკვე 40 დღე გასრულდა, რაც ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი შალვა ნაჭყებია ზეციური სამეფოსკენ მიმავალ გზას დაადგა.

მისი პიროვნული ხიბლი მთელი ცხოვრების მანძილზე ამკობდა და აძლიერებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. უსაზღვროდ დიდია ამ პიროვნების წვლილი უნივერსიტეტის ასწლოვან მატიანეში. ის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი მოჭირნახულე.

გამორჩეული ნიჭითა და სიკეთით დაჯილდოებული ამ ღირსეული ადამიანის ცხოვრებისეულმა წრთობამ მოიტანა ის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა, რაც ასე დიდი გრძნობით გამოხატა საზოგადოებამ მასთან განშორების ჟამს. ეს სიყვარული და პატივისცემა უკვდავი ანდერძია მისადმი მადლიერი ადამიანებისათვის.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ვალმოხდილი  ქვეყნისა და ერის წინაშე.




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11