მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

26-08-2022

1.   ტრანსპორტი

კვალიფიკაცია:  ტრანსპორტის ინჟინერიის მაგისტრი  (15  ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა: ქართული

 სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ტრანსპორტის დარგში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის და მოცულობის გადაზიდვითი პროცესების მართვას, სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტებას,  კონსტრუქციულ მოდერნიზირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვას, ტრანსპორტის ეფექტიან ფუნქციონირებას უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის პირობების დაცვით, მათ შორის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

2.   ლოგისტიკა

კვალიფიკაცია:  საინჟინრო ლოგისტიკის  მაგისტრი (15  ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია, ლოგისტიკის მნიშვნელობისა და ლოგისტიკის ძირითადი პრინციპების შესწავლა; სტუდენტებისთვის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ლოგისტიკური პროცესების ანალიზის, ლოგისტიკური პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარის განვითარება.

3.   მექანიკის ინჟინერია და სამრეწველო ტექნოლოგიები

კვალიფიკაცია:  ინჟინერიის მაგისტრი მექანიკის ინჟინერისა და ტექნოლოგიაში  (10 ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დარგში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების მანქანებისა და მოწყობილობების (ზოგადად მანქანათა მექანიკის, და კერძოდ ტექნოლოგიური მანქანების) პროექტირების (კინემატიკური და დინამიკური კვლევების და გაანგარიშების სტრუქტურული და კონსტრუქციული აგების), ტექნიკური  ექსპლუატა-ციის (ტექნიკური დიაგნისტიკის და ექსპერტიზის), მანქანების და მანქანათა სისტემების ავტომატი-ზაციის დონის ამაღლებას.

4.   ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (20   ადგილი)

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა        

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური, თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარით აღჭურვილი,  შემოქმედებითი, მეცნიერული კვლევის უნარის მქონე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

5.   საგზაო ინჟინერია

კვალიფიკაცია:  ინჟინერიის მაგისტრი ტრანსპორტში  ( 5  ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს: ნებისმიერი სირთულის და მოცულობის საგზაო ინჟინერიის ობიექტების საინჟინრო და ეკონომიკურ კვლევა-ძიებას, დაპროექტებას, მშენებლობას, ექსპლუატაციას, ზედამხედველობის განხორციელებას, კონსტრუქციულ მოდერნიზირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვას.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11