მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართება

სტუ-ში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართება

25-08-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022 წლის 29-30 სექტემბერს, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართება. კონფერენცია ტარდება პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში და მხარდაჭერილია „ერასმუს + ჟან მონე მოდულისა“  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული

კონფერენციის თემატური მიმართულებები:

·       ჰუმანიტარული მეცნიერებები;

·       სოციალური მეცნიერებები;

·       ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

·       აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;

·       სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;

·       დამოუკიდებელ მკვლევრებს.

კონფერენციის მიზანი: ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო;

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 21 სექტემბერი, 2022;

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა: 24-28 სექტემბერი, 2022;

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 29-30 სექტემბერი, 2022;

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, კოსტავას ქ. #77;

პარტნიორები: სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი - პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: jeanmonnet@gtu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://jeanmonnet.gtu.ge/კონფერენცია/



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11