მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორ გულიკო მანველიძის ხსოვნას

პროფესორ გულიკო მანველიძის ხსოვნას

24-08-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა  უნივერსიტეტის ქიმიკოსთა ოჯახის ღირსეული წევრი, გამორჩეული პედაგოგი და მეცნიერი, პროფესორი გულიკო მანველიძე.

ქალბატონ გულიკო მანველიძეს ცხოვრების უდიდესი პერიოდი - ხუთი ათეული წელი აკავშირებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან. აქ მოიპოვა მან აღიარება და არაერთი წარმატება, როგორც შესანიშნავმა პედაგოგმა და მეცნიერმა - დაუღალავი შრომით, პიროვნული ხიბლითა და პროფესიული ალღოთი; ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული სითბოთი და კეთილგანწყობით იყო გაჯერებული მისი ყველა წამოწყება; როგორც არავის, შეეძლო გაემჟღავნებინა ადამიანური ღირსებები, გულისხმიერება, კეთილშობილება, სიყვარული, გაეზიარებინა კოლეგების ჭირ-ვარამი და სიხარული. ის გამორჩეულად უყვარდათ და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მშობლიური უნივერსიტეტისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტკივილით თანაუგრძნობს ქალბატონი გულიკოს ოჯახს.

სამარადისო ხსოვნა ღირსეულ კოლეგას, პედაგოგს, მეცნიერს!..

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11