მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

24-08-2022


1.   ქიმია

კვალიფიკაცია:  ქიმიის მაგისტრი (10 ადგილი) 

მიმართულება:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი     

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს  მისცეს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და დარგისათვის კვალიფიციური კადრები მოამზადოს. 

2.   ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

კვალიფიკაცია:  ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი არჩეული თემატიკის შესაბამისი სპეციალიზაციით:  ა) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალიზაციით; ბ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი ბიოლოგიური ტექნოლოგიის სპეციალიზაციით; გ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი ნავთობისა და გაზის გადამუშავების ტექნოლოგიის სპეციალიზაციით; დ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ინჟინერიის სპეციალიზაციით; ე) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი პარფიუმერული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ინჟინერიის სპეციალიზაციით. (12  ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო

პროგრამის მოცულობა: 120.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:  არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის  სხვადასხვა სპეციალიზაციაში- არაორგანული, ორგანული, სილიკატური, ელექტროქიმიური,  მაღალმოლეკულური, კომპოზიციური მასალების, ფარმაცევტული,  ბიოლოგიური ტექნოლოგია-ტექნოლოგიური პროცესების  მართვის, წარმოქმნილი პრობლემების და ამოცანების აღქმისა და მათი პრაქტიკული გადაჭრისათვის.

3.   გარემოსდაცვითი ინჟინერია

კვალიფიკაცია:  გარემოს ინჟინერიის  მაგისტრი   (4  ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო      

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, გარემოს ინჟინერიის მაგისტრის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა, სისტემური ცოდნა გარემოსდაცვით ინჟინერიაში. 

4.   მასალათმცოდნეობა 

კვალიფიკაცია:  მასალათმცოდნეობის  მაგისტრი (3 ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო      

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა : ქართული.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს შესძინოს ცოდნა ფუნდამენტალურ და ზოგადსაინჟინრო მეცნიერებათა სფეროში; შეასწავლოს მასალათმცოდნეობის ძირითადი პრინციპები, ლითონებისა და მათი შენადნობების სტრუქტურული აგებულება,  ფიზიკო-მექანიკური თვისებები, აგრეთვე სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირი; თვისებათა კვლევისა და მათი მიზანდასახულად შეცვლის მეთოდები, რაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა ლითონების საექსპლუატაციო მახასიათებლების ამაღლების თვალსაზრისით.  გააცნობიერებინოს ქიმიური შედგენილობისა და თერმული, ქიმიურ-თერმული თუ ფომის შეცვლის სხვადასხვა ოპერაციების გავლენა ლითონური მასალის სტრუქტურულ აღნაგობასა და ჩამოყალიბებულ თვისებებზე, გააცნოს ტექნიკაში გამოყენებული შავი და ფერადი ლითონები და  შენადნობები, ლეგირებული ფოლადები, სპეციალური და განსაკუთრებული თვისებების შენადნობები, მათი შედგებილობა, თვისებები, თვისებათა შეცვლის გზები და გამოყენების სფეროები. 

5.   მეტალურგია

კვალიფიკაცია:  ინჟინერიის მაგისტრი მეტალურგიაში (3 ადგილი)

მიმართულება:  საინჟინრო       

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა : ქართული

მეტალურგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრანტებს მისცეს გაღრმავებული ცოდნა მეტალურგიის პროცესების თეორიაში, ლითონების მიღებისა და რაფინირების თეორიაში;  შეუმუშაოს თანამედროვე სადნობ, სახურებელ,  გამოტუტვის,ცემენტაციის, ელექტროლიზის, იონგაცვლით და ექსტრაქციის  აგრეგატებში ტექნოლოგიური პროცესებისა და სამეცნიერო კვლევის ჩატარების უნარი; გააცნობიეროს მეტალურგიის თეორიის საფუძველზე ახალი ტექნოლოგიების ანალიზი და მათი შემუშავება კონკრეტული ბრძმედის, ფოლადსადნობი, ფეროშენადნობების და ფერადი, მათ შორის კეთილშობილი ლითონების წარმოების პირობებში; შეუმუშაოს ახალი ტექნიკის შერჩევის, დანერგვის და რაციონალური გამოყენების უნარი.

6.   ფარმაცია

კვალიფიკაცია:  ფარმაციის მაგისტრი (10 ადგილი)

მიმართულება:  ჯანდაცვა       

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფარმაცევტული დისციპლინების სიღრმისეული შესწავლა, ფარმაციის პრაქტიკოსი კადრების მომზადება,  რომლებიც მიიღებენ ღრმა და სისტემურ ცოდნას ფარმაცევტული ანალიზის,  სამრეწველო ფარმაციის, აგრეთვე ფარმაცევტული კოსმეტოლოგიისა და პარფიუმერიის სპეციალიზაციებით.  სამაგისტრო პროგრამა უპირატესად მიმართულია სტუდენტებში ფარმაცევტისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე, რასაც ახლავს მათთვის ფარმაცევტის საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული ეთიკისა და თეორიული ცოდნის გადაცემა. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11