მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

22-08-2022


1.    გეოლოგია

კვალიფიკაცია: გეოლოგიის მაგისტრი (8 ადგილი)

მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს გეოლოგიის დარგში კვლევის თანამედროვე მეთოდების დამოუკიდებლად გამოყენება; თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით სრულყოფილი გეოლოგიური პროექტის შედგენა; დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება; გეოლოგიური პროფილის საველე პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება; სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის სწრაფი მოძიება და ამ ინფორმაციით გეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა და მისი განხორციელება; გეოლოგიური რუკების, ჭრილების შედგენა და მათზე საბადოების და მადანგამოვლინებების დატანა; გეოლოგიური მონაცემების დამუშავება, მიღებული შედეგებით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

2.    საინჟინრო გეოდეზია

კვალიფიკაცია: საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრი (5 ადგილი)

მიმართულება: საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრები, რომლებიც კომპეტენტურები იქნებიან საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიის და კადასტრის საკითხებში.

3.    პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა

კვალიფიკაცია: პროფესიული უსაფრთხოების მაგისტრი (8 ადგილი)

მიმართულება: საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, უსაფრთხოების ინჟინერიისა და რისკების შეფასების სფეროსათვის დამახასიათებელი ორგანიზაციულ-ნორმატიული და საწარმოო-ტექნოლოგიური საქმიანობისათვის საჭირო ფართო და გაღრმავებული ცოდნის მქონე სპეციალისტის მომზადება.

 

4.      სამთო და გეოინჟინერია

კვალიფიკაცია: სამთო და გეოინჟინერიის მაგისტრი (18 ადგილი)

მიმართულება: საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული

სამაგისტრო პროგრამის მიზანია: სამთო ტექნოლოგიების და გეოინჟინერიის სპეციალობით (წიაღისეულის საბადოების ძიება, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, დამუშავებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამთო საწარმოების ელექტრომომარაგება, მექანიზაცია, ავტომატიზაცია)კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი მაგისტრის მომზადება, რომელიც თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით შეძლებს სამთო-ტექნოლოგიური პროცესების სწორედ წარმართვას და შესაბამისი ღონისძიებების დასახავას.  

5.      ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები

კვალიფიკაცია: ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის მაგისტრი (8 ადგილი)

მიმართულება: საინჟინრო    

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

პროგრამის მიზანია ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების, გეოქიმიური და გეოფიზიკური მეთოდების, ნავთობზე, გაზზე და მყარ წიაღისეულზე ჭაბურღილების ბურღვის, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნოლოგიის, ნავთობგაზსადენების და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის, მიღებული საწარმოო შედეგების დამუშავების მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების, ცალკეული საწარმოო პროცესების მოდელირების და ოპტიმიზაციის ხერხების შესწავლა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11