მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

STARMUS-ის VI საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი 5 – 10 სექტემბერს ერევანში გაიმართება

STARMUS-ის VI საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი 5 – 10 სექტემბერს ერევანში გაიმართება

18-08-2022

2022 წლის 5 - 10 სექტემბერს, STARMUS-ის VI საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი  (STARMUS Festival - 6 Edition) ქ. ერევანში (სომხეთი) გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

STARMUS-ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ღონისძიება ორგანიზდება კოსმოსის კვლევასთან დაკავშირებული კონკრეტული თემის შესახებ, მიზნად ისახავს, საერთაშორსო მასშტაბით ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის მეცნიერებით დაინტერესებას. საფესტივალო ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას.

STARMUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

STARMUS FESTIVAL - ზოგადი მიმოხილვა:

წლევანდელი STARMUS-ფესტივალის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars) და „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

STARMUS FESTIVAL VI: 50 Years On Mars:

STARMUS Festival - 6 Edition-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ მარი შარპანტიე, დონა თეო სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი და სხვები;

ფესტივალის სტუმრები იქნებიან: „აპოლონის“ ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი, აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი.

დეტალური ინფორმაცია STARMUS-ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.starmus.com/

STARMUS Festival - 6 Edition-ის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://www.starmus.com/program

ცნობისათვის: STARMUS-ი საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს.  ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის - სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან. ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყო. დღეს უკვე STARMUS-ი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს ახალ თაობებს უზიარებენ იმ მიზნით, რომ  მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.

წინა წლებში ჩატარებული  STARMUS-ფესტივალების ვიდეომიმოხილვა:

STARMUS FESTIVAL V: June 24 – 29, 2019 | Zürich, Switzerland

STARMUS FESTIVAL IV: June 18 – 23, 2017 | Trondheim, Norway





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11