მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

სტუ-ის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

18-08-2022


1.   საჯარო მმართველობა

კვალიფიკაცია:  საჯარო მმართველობის მაგისტრი (40 ადგილი)           

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სწავლების ენა - ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც საშუალება ექნებათ დასაქმდნენ, როგორც საჯარო სამსახურში, ისე მმართველობითი სფეროს სხვა რგოლებში.

2.   საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი)

კვალიფიკაცია:  საჯარო მმართველობის მაგისტრი (2 ადგილი)       

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული

დაფინანსება:   არ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამის მიერ

სწავლების ენა- რუსული.

პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მართვის მეთოდოლოგია, მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევები მმართველობით სფეროში.

3.   საბანკო პროცესების მართვა

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში (18 ადგილი)

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია , საბანკო ბიზნეს–პროცესების მოდელირების,   ინჟინერინგის, მენეჯმენტის და კორპორაციული ფინანსების  თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების სიღრმისეული შესწავლა.

4.   ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (11 ადგილი)      

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა -ინგლისური

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს თეორიულ და პრაქტიკულ კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც მას გამოუმუშავებს ეფექტიანი მართვისა და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარებს, მართვის კომპლექსური პრობლემების კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

5.   სასტუმრო მომსახურების მართვა

კვალიფიკაცია:  ტურიზმის მაგისტრი (19 ადგილი)        

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულმა შეძლოს სასტუმროს ოპერაციული მენეჯმენტის წარმართვა, რაც გულისხმობს: სასტუმრო ბიზნესის საწარმოებში (სასტუმროებში, გესტჰაუზებში, ჰოსტელებში, მოტელებში და სხვა სახის განთავსების ობიექტებში) დეპარტამენტებისა და სამსახურების მართვას; მომსახურების ხარისხის კონტროლს; სტრატეგიული გეგმის შედგენასა და მის განხორციელებას.

6.   ბიზნესის ადმინისტრირება

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (70 ადგილი)       

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა- ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს თეორიულ და პრაქტიკულ კვლევაზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც მას გამოუმუშავებს ეფექტიანი მართვისა და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარებს მართვის კომპლექსური პრობლემების კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11