1. სამართალის სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (95 ადგილი)
მიმართულება: სამართალი
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია- კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სისტემის სრულყოფილი დაუფლება შედარებით სამართლებრივ კონტექსტში შეძენილი ცოდნის, ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხების ირგვლივ არსებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და განზოგადოების მეშვეობით.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (40 ადგილი)
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ დარგის ღრმა ცოდნა და თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდების საშუალებით შეძლებენ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას.