მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქალბატონ ნანა ბოკუჩავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქალბატონ ნანა ბოკუჩავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

13-08-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებენ ღვაწლმოსილ კოლეგას, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორს, ქალბატონ ნანა ბოკუჩავასა და მის ოჯახს შვილის - გუგა დევდარიანის გარდაცვალებას.

გუგა დევდარიანი 57 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, ქიმიკოს-ტექნოლოგი, გამორჩეული გულისხმიერებით, სიკეთითა და ადამიანურობით.

მისი სახელი დიდხანს იცოცხლებს მეგობრების, კოლეგებისა და ახლობლების გულში.

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11