მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა

სტუ-ის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა

11-08-2022



სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე უკვე ორი წელია მოქმედებს ორდიპლომიანი, ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა- „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში", რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის, რენე 1-ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ- ფრანგული უნივერსიტეტის რენე 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ.

პროგრამას კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი 2021 წელს ჰყავდა. მათ შორის არის მარიამ ვაჩეიშვილიც, რომელიც თვლის, რომ ორი დიპლიმით დღეს არსებულ შრომით ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანია:

„21-ე საუკუნეში რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება და სხვა ადამიანებთან კონკურენცია, ორი დიპლომი კი, სხვებთან შედარებით მაღალ საფეხურზე გამყოფებს. დამსაქმებლები ყოველთვის ეძებენ კადრებს, რომელთა ცოდნის არეალი უფრო ფართო და მრავალფეროვანია. ეს ცოდნა მომავალში დამეხმარება, რადგან შემიძლია სხვადასხვა საწარმოსა თუ დაწესებულებას ჩემი გამოცდილება გავუზიარო. “

„წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში" სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. სტუდენტები ევროპული დონის განათლებას, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე იღებენ.

„ შესაძლებლობა მქონდა ფინანსების გარეშე განათლება მიმეღო და ვყოფილიყავი წარმატებული სპეციალისტი იმ სფეროში, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია. პროგრამის გავლის შემდეგ, პრაქტიკული მეცადინეობები კომპანია "სანტე"- ში გავიარე, ჩემმა ოთხმა თანაკურსელმა კი საფრანგეთში, ისინი ამჟამადაც იქ იმყოფებიან.“- ამბობს მარიამ ვაჩეიშვილი

მარიამ ვაჩეიშვილის მსგავსად, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია ნიკოლოზ მეფარიშვილიც.

„ ჩვენ, პროგრამის პირველი მონაწილეები ვიყავით. ცხოვრებაში, საკუთარ თავს სულ ვეუბნები, თუ რამის აღება შეგიძლია, აიღე და შესაძლებლობა გამოიყენე, სწორედ ამიტომ, იმ რჩეულ სტუდენტთა სიაში აღმოვჩნდი, ვისთანაც ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი წელი გავატარე. ახლა, როცა დამსაქმებელი ჩემს პირად რეზიუმეს კითხულობს, ვფიქრობ, ბევრად დიდი შესაძლებლობები მაქვს, ვიდრე სხვას. ქართულ-ფრანგული დიპლომით და ჩემივე პროფესიით, შემიძლია დავსაქმდე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.“- ამბობს ნიკოლოზ მეფარიშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებენ. ისინი პრაქტიკულ სამუშაოებს სურსათის უვნვებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორებში გადიან. ორდიპლომიანი პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმება, რძისა და ღვინის საპილოტე ლაბორატორია-საწარმოების აშენებაც.

500 ლიატრიან რძის საწარმოს ექნება პოტენციალი, დღიურად მიიღოს 1 ტონა რძე და დაამზადოს ყველა ტიპის რძის ნაწარმი. საწარმო იქნება მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რძის პროდუქტების მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისათვის.

ღვინის სასწავლო- სამეცნიერო საწარმოში კი, ყველა ტიპის ღვინის წარმოება მოხდება. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ღვინის დაწურვის, ჩამოსხმისა და შენახვის პირობები. საწარმოში ასევე გაკეთდება მცირე ზომის საძველე მარანი, სადაც სასმელი დარეზერვდება და შესაბამისი პირობებით შეინახება.

ცნობისთვის, წელს ორდიპლომიანი პროგრამა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვისაც ამოქმედდება. თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მეღვინეობის მიმართულებას აირჩევს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11