მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

08-08-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელყო საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები. ევროპაში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული შემართება და პატრიოტული სულისკვეთება გვმართებს. აგვისტოს ტკივილით სავსე დღეები ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს მეხსიერებაში - ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ. გმირების ხსოვნას მარადიულად შეინახავს ისტორია. მათი სახელის უკვდავსაყოფად, ვაგრძელებთ განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას, ვაგრძელებთ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. გვჯერა, ამ რთულ გზაზე, საქართველო მიაღწევს ისტორიული სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა.




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11