მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის პროფესორთა ორმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის პროფესორთა ორმა პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

05-08-2022

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა მიერ წარდგენილმა ორმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვა.

კონკურსი ორ ეტაპატად წარიმართა, რის შედეგადაც  გამარჯვებული 11 პროექტი დასახელდა. მათ შორისაა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა მიერ წარდგენილი ორი პროექტი:

1)  "ლაბორატორიული ბიოკამერა მიკროპროცესორული მართვით"

ხელმძღვანელი: სტუ-ის პროფესორი ნონა ოთხოზორია

ასისტენტი: სტუ-ის დოქტორანტი ირაკლი სტეფნაძე

2) "ოპტიკურ-სენსორული ელექტრო-მუსიკალური ინსტრუმენტი დისტანციური მართვით" 

ხელმძღვანელი: სტუ-ის პროფესორი ზაალ აზმაიფარაშვილი

ასისტენტი: სტუ-ის დოქტორანტი ილია მოსაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე  2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა და გამარჯვებული პროექტები დასახელდა.

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N148 ბრძანება გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ.

პროექტების რანჟირებული სია

საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, პროექტში მონაწილე პირებმა არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) გრანტის მიმღები საჯარო სკოლის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში და ცნობა გაცემული ბანკის მიერ, რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ დაირიცხება  სარგებელი;

ბ) გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საბანკო ანგარიში და ცნობა გაცემული ბანკის მიერ, რომ  მათ წარმოდგენილ ანგარიშზე არ დაირიცხება  სარგებელი.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11