მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროგრამების პრეზენტაცია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროგრამების პრეზენტაცია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა

01-08-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადშექმნილი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შედგა.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებს დეტალურად გაეცნო სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დაფუძნების ისტორია, ოთხი მოქმედი აკრედიტირებული პროგრამის მიზნები, თემატიკა, სწავლების მეთოდები, მოსალოდნელი შედეგები და პროგრამების დასრულების შემდგომ მისანიჭებელი კვალიფიკაცია. გარდა ამისა, დეკანმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ, შეეხო მათთან სამომავლო ორმხრივ ურთიერთობებსა და სასწავლო პრაქტიკის ლოკაციებს.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტები შეეხნენ   გარემოსმცოდნეობაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის, მთის მცოდნე სპეციალისტთა დეფიციტის საკითხს.

როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიას, მოამზადოს მთის მდგრადი განვითარების  სპეციალისტები, ისინი გადაუდებელ საქმედ მიიჩნევენ. მათი განმარტებით, პროფესიონალი სპეციალისტების დეფიციტის პრობლემას სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გადაჭრის და შრომით ბაზარს მოთხოვნადი კადრებით შეავსებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტთან გარემოსმცოდნეობაში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, პრობლემური საკითხების მონიტორინგისა და შეფასების, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკებისა და მათი დასაქმების მიმართულებით.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11