მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სტუ-ის სტუდენტის გიორგი მარგიანის ოჯახს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სტუ-ის სტუდენტის გიორგი მარგიანის ოჯახს

31-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სამძიმარს უცხადებენ გუდაურში მომხდარი კატასტროფის დროს დაღუპული მაშველის, გიორგი მარგიანის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

„სრულიად საქართველოსთვის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა 29 ივლისი. ტრაგიკულად დაღუპულ რვა პროფესიონალს შორისაა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი მარგიანი.  ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა სიკეთითა და სითბოთი სავსე ახალგაზრდა, რომელმაც ცხოვრების მიზნად სხვების დახმარება დაისახა და სწორედ ასეთად დარჩება ის ჩვენს მეხსიერებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ჩვენი მამაცი სტუდენტის, გიორგი მარგიანის სახელის უკვდავსაყოფად არაერთ ღონისძიებას დაგეგმავს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი გუდაურში ტრაგუკულად დაღუპულებს!

მსუბუქი ყოფილიყოს გიორგი მარგიანისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11