მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტკივილით ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მირიან კუკავას ოჯახს

ტკივილით ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მირიან კუკავას ოჯახს

29-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი ნიკა შავიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ტკივილით უსამძიმრებენ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, მირიან კუკავას ოჯახს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა გუშინდელი საღამო, დღევანდელი დილა, როდესაც ჩვენი სტუდენტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული და იმედისმომცემი ბაკალავრის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე მირო კუკავას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ. ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ ერთი ახალგაზრდა დაკარგა, კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა გაუმართლებელ სისასტიკეს, ადამიანურობის დეფიციტს, სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც საშინელი, საბედისწერო შედეგით დასრულდა. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს... საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტის, მირიან კუკავას სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11