მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში სტუდენტთა რიგგარეშე მობილობა დაიწყო

სტუ-ში სტუდენტთა რიგგარეშე მობილობა დაიწყო

20-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანამანთლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის რიგგარეშე მობილობა დაიწყო.

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, 2022 წლის 25 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით განცხადება (დანართი 1) და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) (დანართი 3) უნდა წარმოადგინონ სტუ-ში ყოველ დღე 10:00- დან 16:00 საათამდე (კოსტავას 77, სტუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N 350), ან უნდა გამოაგზავნონ სტუ–ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ელ ფოსტაზე study@gtu.ge.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შპს სასაწავლო უნივერისტეტ მილენიუმის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს შემდეგ საბაკალავრო სანაგანმანათლებლო პროგრამებზე:

1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - „ბიზნეს ადმინისტრირება“ (ქართულენოვანი) – 220 ადგილი;
2) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - „ბიზნეს ადმინისტრირება“ (რუსულენოვანი) –63 ადგილი;
3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - „სასტუმრო მომსახურება“ – 35 ადგილი;
4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა- „საერთაშორისო ურთიერთობები“ – 60 ადგილი.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11