მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების ცენტრის ლაბორატორიამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების ცენტრის ლაბორატორიამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

20-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ განმეორებითი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა და სტატუსიოთხი წლის ვადით განაახლა.

ლაბორატორიის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებთან და სამუშაოებს 14 აკრედიტებულ სფეროში ახორციელებს. ლაბორატორია აღჭურვილია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობებით და მუდმივად ზრუნავს ლაბორატორიული სივრცისა და აღჭურვილობის განახლებასა და მოდერნიზებაზე.

აკრედიტებული საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ოქრო-ვერცხლის შენადნობები, მათ შორის: საიუველირო, ოქრო-პალადიუმ-პლატინის შენადნობები; ბადე კატალიზატორი პლატინის შენადნობებისაგან; ფერადი ლითონები და მათი შენადნობები; რკინა და მისი შენადნობები; ძვირფასი ლითონების შემცველი მასალები და ჯართი; კერამიკა; არაორგანული ნარჩენები - გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო და სამშენებლო; საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები; პლასტილინი; პლასტმასის სათამაშოები; პლასტმასები, მათი ნაწარმი, მათი ნარჩენები, პოლიმერული ნაწარმი, მათი ნარჩენები; ოქროს შემცველი მადანი; სპილენძის მადანი, სპილენძის კონცენტრატი; ბარიტ-პოლიმეტალური მადანი; მანგანუმის მადანი და კონცენტრატი; ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები); მაგმური ქანები: მეტამორფული ქანები; დანალექი ქანები; ქანმაშენი მინერალები; მადნეული მინერალები; ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა; გრუნტების ფიზიკური თვისებები; წყალი - ზედაპირული, მიწისქვეშა და გრუნტის გამონატუტის.

საგამოცდო ლაბორატორიამ წელს დაიმატა ორი მიმართულება - გრუნტების ფიზიკური თვისებები და წყალი - ზედაპირული, მიწისქვეშა და გრუნტის გამონატუტის.

საგამოცდო ლაბორატორია თანამშრომლობს და მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში არსებულ კერძო და საჯარო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.

ცნობისათვის, ლაბორატორიის თანამშრომლები, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად იმაღლებენ ცოდნას და უნარებს ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ისინი მონაწილეობენ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ და საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GELAB) მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირისა და სხვადასხვა  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებსა და სემინარებში, რომლებიც ეძღვნება ისეთ თემებს, როგორებიცაა: „ISO/IEC 1705:2017 ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“; „მეცნიერება, ტექნოლოგიების და ინოვაციების (STI) ახალი დაფინანსების ინსტრუმენტები: ტექნოლოგიების ტრანსფერი და კომერციალიზაცია“, „ტერმინოლოგია ანალიტიკურ გაზომვებში“; „სტატისტიკის შესავალი ანალიტიკოსებისთვის“; „კონსულტაცია ქართული ხარისხის ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან“.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11