მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ სტუდენტ ილია სულამანიძეს ზაგრების გრან პრის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

სტუ სტუდენტ ილია სულამანიძეს ზაგრების გრან პრის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

18-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები, დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტ ილია სულამანიძეს ზაგრებში (ხორვატია) გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე პრიზიორის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

„ჩვენი სტუდენტის, ილია სულამანიძის მორიგი გამარჯვება დიდი სიხარულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ვულოცავთ ილიას ზაგრების გრან პრის ვერცხლის პრიზიორობას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კიდევ მრავალ გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებთ! ეს არ არის პირველი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება, რაც ილია სულამანიძემ თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მოიპოვა. გვჯერა, სამომავლოდ, ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს ის არაერთხელ ასახელებს და არჩეულ პროფესიაშიც წარმატებებს მიაღწევს“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ილია სულამანიძე  ზაგრების გრან პრის ფინალში, 100 კგ წონით კატეგორიაში, ნიდერლანდელ მაიკლ კორელს შეხვდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანამდე კი სულამანიძემ, მერვედფინალში, გრიგორი მინასკინი დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახ ნურლიხან შარხანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა დაამარცხა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11