მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს იუბილეს ულოცავს

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს იუბილეს ულოცავს

13-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, 60 წლის იუბილეს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს კოლეგას, მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგსა და მკვლევარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს, ვუსურვებ მას დღეგრძელობას, სიხარულს და არაერთ წარმატებას ჩვენი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ!

შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 6 წლის წინ დაფუძნებული ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული პოზიციონირება ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში, დიდწილად, სწორედ ქალბატონი რუსუდანის პროფესიონალიზმისა და გასაოცარი ენერგიის შედეგია.

როგორს ვხედავთ ქალბატონ რუსუდანს?! - პირველ რიგში, ის მართლაც რომ შენაძენია უნივერსიტეტისთვის თავისი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმით, კაცთმოყვარეობით, სტუდენტებისა და კოლეგებისადმი გამორჩეული გულისხმიერებითა და სიყვარულით, საქმისადმი ერთგულებით, შესაშური შეუპოვრობითა და რთულ გამოწვევებთან გამკლავებით.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მომავალი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან ქალბატონი რუსუდანის ხელმძღვანელობით, ქვეყანას შესანიშნავი ახალი თაობა ეზრდება.

გილოცავთ, ქალბატონო რუსუდან - მრავალჟამიერ!“


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11