მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტუდენტებს მიმართავს

სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტუდენტებს მიმართავს

07-07-2022

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს სტუდენტთა კმაყოფილების კვლევას, რომლის ფარგლებშიც vici გამოკითხვების პლატფორმის მეშვეობით, უნივერსიტეტის მასშტაბით, ყველა სტუდენტს გაეგზავნა კითხვარი მათი კმაყოფილების შესაფასებლად მიმდინარე სემესტრში გავლილი სასწავლო კურსებით, ამ კურსებში ჩართული აკადემიური პერსონალით და სასწავლო გარემო-პირობებით.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის ფარგლებში მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და თითოეული სტუდენტის ანინიმურობა პროგრამულად არის უზრუნველყოფილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გამოკითხვაში მონაწილეობის გზით, თითოეული სტუდენტის თანამშრომლობას სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისთვის იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა რესურსის მობილიზება სწავლის, სწავლებისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, დიდი ყურადღებით ვეცნობით თითოეული სტუდენტის მოსაზრებასა და რეკომენდაციებს, სასწავლო პროცესისა და გარემო-პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, დანარჩენებს კი - მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რათა უნივერსიტეტმა შეძლოს თითოეული თქვენგანის სურვილის, ინტერესებისა და რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11