მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარი გაიმართება

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარი გაიმართება

06-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, მიმდინარე წლის 12 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სტოქასტური მოდელირება რთული სისტემების სტრუქტურულ მართვაში“.

სამეცნიერო სემინარზე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და პროფესორი რევაზ კაკუბავა

ღონისძიების ჩატარების ადგილი: სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზი;

მისამართი: თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #4.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11