მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის პროფესორები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობას ჰეგელის მსოფლიო კონგრესში მიიღებენ

სტუ-ის პროფესორები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობას ჰეგელის მსოფლიო კონგრესში მიიღებენ

06-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები, საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში პირველად,  ჰეგელის მსოფლიო კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება დიდი მეცნიერისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებლის სახელობის მსოფლიო კონგრესს ორ წელიწადში ერთხელ იწვევს. კონგრესს საპატიო მასპინძლობას სხვადასხვა ქვეყნები უწევენ.

წლევანდელი მსოფლიო კონგრესი, 5-8 სექტემბერს, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) გაიმართება. კონგრესზე, ძირითადი მომხსენებლის რანგში, წარსდგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, ხოლო სასექციო მომხსენებელთა შორის იქნებიან სტუ-ის დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები - დავით გალაშვილი და ლევან შატბერაშვილი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰეგელის მსოფლიო კონგრესში, რომელიც ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში უმაღლესი რანგის ფორუმია, მონაწილეები საქართველოდანაც იქნებიან  წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჰეგელის მორიგ მსოფლიო კონგრესს, რომელიც 2024 წელს გაიმართება და მისი დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება, საქართველო, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

მასპინძლის შესახებ უწყება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა ზადარში, ჰეგელის მსოფლიო კონგრესის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც სტუ-ის რექტორი, პროფესერი დავით გურგენიძე დაესწრება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11