კონფერენცია ტარდება პროექტის „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში; პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს + ჟან მონე მოდულისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მიერ;
კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული;
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
➢ ჰუმანიტარული მეცნიერებები;
➢ სოციალური მეცნიერებები;
➢ ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;
დამოუკიდებელ მკვლევარებს.
კონფერენციის მიზანი: ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;
ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე;
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;
კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო;
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივლისი;
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა: 2022 წლის 23-27 ივლისი;
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 28-29 ივლისი;
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი. თბილისი. კოსტავას ქ. #77; პარტნიორები: სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; სასწავლო კვლევითი კლასტერი“სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“;
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: jeanmonnet@gtu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://jeanmonnet.gtu.ge/კონფერენცია/