მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სტუ-ში ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღე აღინიშნა

27-06-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნული სიცივის საერთაშორისო დღისადმი (WRD) მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან არსებული თვითდაფინანსებაზე მყოფი „საინჟინრო მომსახურების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიების გახსნისას სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო დარგში მიმდინარე ცვლილებების ავანგარდში და ეს აქტივობა დღესაც გრძელდება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძოდ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სასწავლო მასალების დახვეწაზე, ისე ტექნიკური ბაზის განახლებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ერთობლივი სასწავლო და საწარმოო ცენტრის შექმნაზე გაფორმებულია შეთანხმება სტუ-ის „საინჟინრო მომსახურების ცენტრსა“ და გერმანულ კომპანია ELREHA-ს შორის. ამ ტიპის მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებას,  ხელს უწყობს ქართველ მეცნიერთა ჩართულობას ზოგადსაკაცობრიო ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღე (WRD), ხელოვნური სიცივის სფეროში მოღვაწე სამრეწველო და სავაჭრო ასოციაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კერძო ინიციატივით, 2019 წლიდან აღინიშნება და მხადაჭერილია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ, როგორც „მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ბრწყინვალე შესაძლებლობა იმის შესახებ, თუ როგორი წვლილი უნდა შეიტანოს სამცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში“.

    


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11