მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში სემინარი “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“ ჩატარდება

სტუ-ში სემინარი “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“ ჩატარდება

27-06-2022

7 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება სემინარი “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“/ “Preparation of Young Researchers for the Upcoming Academic Year under Marie Skladowska Curie Actions“.  

სემინარი  „ჰორიზონტ ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის ორგანიზებით  და სტუ-ის პარტნიორობით ჩატარდება, რომელიც  მონაწილეებს გააცნობს თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება — MSCA ახალგაზრდა მკვლევრებს და დაეხმარება,  ერთობლივად გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისთვის.  

სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში მათი დოქტორანტების ჩართვაში.

გარდა ამისა, სემინარის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს განაცხადის წერის სამუშაო აქტივობას, რომელიც მსმენელს წარმატებული განაცხადის ფორმულირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. 

  

რეგისტრაციის ბმული:  (დარეგისტრირდით 30 ივნისის ჩათვლით)

https://docs.google.com/forms/d/1_Tm7RjZVipFDg9uofNwvs2kfSw8TidU6VYvDqld24qc

დაინტერესებულმა პირებმა ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ  თეონა მაისურაძეს, ეროვნული საკონტაქტო პირი 

E-mail: tmaisuradze@rustaveli.org.ge  

Mobile: +995 593305600

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11