მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

27-06-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა.


საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ Science Georgia - საქართველოს უნივერსიტეტების ასოციაცია (საქართველო, თურქეთი), ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (institute IKSAD, თურქეთი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ასოციაცია (საქართველო), მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა. კონფერენციამ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: განათლება, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. რექტორის განცხადებით, კონფერენციის მიზანია წამყვანი მეცნიერების ერთმანეთთან მჭირდო კავშირი და სიახლეებისა თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროცესებში საქართველოსა და საერთაშორისო მკვლევრების ჩართვა.

„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ პანდემიის შემდგომი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება და რომელშიც საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს. ეს კონფერენცია ერთგვარი ხიდია. მისი მეშვეობით აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ერთმანეთს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ახალ იდეებსა და სიახლეებს გაუზიარებენ. კონფერენციის მიზანია, მჭიდროდ დააკავშიროს ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნის წამყვან დარგებში მოქმედი მეცნიერები და მკვლევრები. ასევე, კონფერენცია აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას, ხელს უწყობს მათ სამომავლო კოლაბორაციას, რაც 21-ე საუკუნეში მიმდინარე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენციამ ორი დღე იმუშავა. კონფერენციის მონაწილეები შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზრდასრულთა განათლება, ბიზნეს-განათლება, ადვოკატთა განათლება, ვირტუალური განათლება, განათლების პოლიტიკა და ლიდერობა, სამოქალაქო ინჟინერია და არქიტექტურა, ავტოწარმოება, ბიო და ბიოსამედიცინო ინჟინერია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

27.06.2022.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11