საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა, საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო.
სტუ-ის საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ნაკრებს შეხვდა და მატჩი დიდი ანგარიშით - 100 : 47 მოიგო.
ერთი დღით ადრე, სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან (გთსუ) გამართა და დაასრულა კიდეც მოგებით - 79 : 41. ამრიგად, სტუ-მ სტუდენტური „ა“ ლიგის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგო და მომდევნო - ფლეი-ოფის ეტაპზე წარმატებით გადაინაცვლა.
ამ დროისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრების ანგარიშზე ოთხი მოგებული თამაშია.
შეგახსენებთ საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებსა და შედეგებს:
სტუ - თსსუ - 100 : 55
სტუ - სეუ - 75 : 61
სტუ - გთსუ - 79 : 41
საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის თამაშები კალათბურთში ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. შეჯიბრება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.