მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება

სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება

24-06-2022

1 - 2 ივლისს, 10:30 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ბიზნესტექნოლოგიების და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების, ასევე „იტერ ვიტის საქართველოსა“ და მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენცია, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი - დავით გურგენიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ ვაჭარაძე, ღონისძიების ორგანიზატორი ფაკულტეტების დეკანები.

კონფერენციის პარტნიორები არიან: ადგილობრივი სამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორის, საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, ასევე, იტალიის ღვინის კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს მევენახეობა-მეღვინეობის, ასევე ღვინის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით მომუშავე ქართველ და უცხოელ მკვლევარებს, მეცნიერებს, პრაქტიკანტებსა და სტუდენტებს და მათი მონაწილეობით წარმართოს სამეცნიერო დისკუსია, რომელიც ეხება დარგში მიმდინარე და თანამედროვე კვლევით საკითხებს, გამოწვევებსა და ახალ პერსპექტივებს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11