მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ერევანში სამეცნიერო ფესტივალი „6th edition of STARMUS Festival".

ერევანში სამეცნიერო ფესტივალი „6th edition of STARMUS Festival".

23-06-2022

5-10 სექტემბერს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC) სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობისა და მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოს (PERMIS) ორგანიზებით  ქ. ერევანში (სომხეთში)  დაგეგმილია ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival".

ღონისძიება  წარმოადგენს გლობალურ ფესტივალს სამეცნიერო დარგში. დადასტურებულ მომხსენებლებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები (მათ შორის კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი და მიშელ მეიორი), აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, კრის ჰედფილდი, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი.

STARMUS VI ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ბილეთების შეძენა, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ოფიციალურს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://starmus.com/tickets.

მოცემულ  ფაილში, მსურველებს შეუძლიათ იხილონ  მოწვევის წერილი და ფესტივალის განრიგი.

 

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11